“ბორჯომში” შემავალი, ვულკანური წარმოშობის მინერალების უნიკალური კომპლექსის წყალობით, მინერალური წყალი ერთგვარი შინაგანი შხაპის ფუნქციას ასრულებს და კარგად წმენდს ორგანიზმს. გარდა ამისა, ამაღლებს იმუნიტეტს და ეფექტურია საჭმლის მომნელებელი და ნივთიერებათა ცვლის სისტემის დაავადებათა პროფილაქტიკისათვის და სამკურნალოდ.
კვების ჰიგიენის სპეციალისტების აზრით, თანამედროვე მავნე ეკოლოგიური პირობებისა და არაბალანსირებული კვების გამო ორგანიზმის მჟავა-ტუტოვანი ბალანსი (pH) დარღვეულია და მასში მჟავა ჭარბობს. “ბორჯომის” სისტემატური მიღება (pH) ნორმალიზებას უწყობს ხელს და ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესისათვის ოპტიმალურ პირობებს ქმნის. “ბორჯომი” აუმჯობესებს ნაწლავების მუშაობას და ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებებს გამოდევნის.
ვინაიდან წყალი დაბალანსებული მინერალური შემადგენლობით გამოირჩევა, ბევრი ადამიანი მას სვამს, როგორც ჩვეულებრივ წყალს. მაგალითად, “ბორჯომში” კალციუმის შემცველობა 100 მგ/ლ-ზე ნაკლებია, რაც ყოველდღიურ დასაშვებ ნორმას არ აღემატება (მარილების დაგროვების საშიშროება 200 მგ/ლ-ზე მეტი ოდენობის მიღების შემთხვევაში ჩნდება).