ბოჯომის მოპოვება
“ბორჯომის” ყველა წვეთი შეუფასებელია. სწორედ ამიტომ, საქართველოს სასარგებლო წიაღისეულის სახელმწიფო კომიტეტმა, 2006 წელს 2006-2031 წლებში მისი მოპოვების მოცულობა დაამტკიცა, რომელიც დღე-ღამეში 561 000 ლიტრის ოდენობით მინერალური წყლის მოპოვების საშუალებას იძლევა. 561 000 ლიტრის სრულად ათვისება კი კომპანიას დღე-ღამეში 1 000 000 ბოთლის ჩამოსხმის შესაძლებლობას ანიჭებს.
აღსანიშნავია, რომ ბორჯომის ხეობაში მდებარე ცხრავე ჭაბურღილი თვითდენის რეჟიმში ფუნქციონირებს, ნახიშირორჟანგა გაზით ბუნებრივად გაჯერებული მინერალური წყალი მიწის ზედაპირზე თავისით ამოედინება. კომპანია დღეისათვის იმ რაოდენობის წყალს მოიპოვებს, რამდენის მოპოვებაც განსაზღვრული სტანდარტითაა შესაძლებელი.
ბორჯომის ჩამოსხმა
ჭაბურღილიდან მიღებული მინერალური წყალი 25 კილომეტრიანი მილსადენის მეშვეობით მიეწოდება ჩამომსხმელ ქარხანას. მილსადენი მაღალი ხარისხის, უჟანგავი ფოლადითაა დამზადებული. ჩამომსხმელ ქარხანაში ხდება წყლის გაციება, მისი ბუნებრივი ნახიშირორჟანგა გაზით გამდიდრება და ბოთლებში ჩამოსხმა.
დღეს ბორჯომში ორი ჩამომსხმელი ქარხანა მუშაობს, რომელთაგან პირველი _ ბორჯომის მინის ბოთლებში, მეორე კი _ პლასტიკის ბოთლებში ჩამოსხმაზეა სპეციალიზებული. უკანასკნელი ათი წლის მანძილზე მოხდა ქარხნების სრული გადაიარაღება და მოდერნიზაცია, რისი წყალობითაც დღეს ორივე ქარხანა ამ დარგის ლიდერია, როგორც გამოშვებული პროდუქციის მოცულობის მიხედვით, ასევე გამოყენებული ინოვაციური ტექნოლოგიების დონით.
მაღალკვალიფიციური და გამოცდილი პერსონალი, თანამედროვე, ევროპული ჩამოსასხმელი ხაზები, რომლებიც საწარმოო პროცესის უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს, _ ეს ყოველივე მინერალური წყლის “ბორჯომის” უზადო ხარისხის შემადგენელია ნაწილია.
კონტროლისსისტემადასტანდარტები
ბორჯომის ჩამოსხმა ავტომატიზებულ ტექნოლოგიურ ხაზებზე ხორციელდება. მათი სიმძლავრე შესაძლებლობას იძლევა, მთლიანად იქნას ათვისებული მოპოვებული წყლის რესურსი. ორივე ქარხანაში, დამტკიცებულ პროცედურასთან და პერიოდულობასთან მკაცრ შესაბამისობაში, ხდება პროდუქციის და ჭაბურღილიდან მოწოდებული წყლის ხარისხის შემოწმება, რისთვისაც შექმნილია თანამედროვე ქიმიური და მიკრობიოლოგიური ლაბორატორიული კომპლექსი. ანალიზი ხორციელდება ევროკომისიის სასმელი და მინერალური წყლის ხარისხის დირექტივების მოთხოვნათა შესაბამისად.
ბორჯომის საბადოს ჰიდროგეოლოგიური მონიტორინგისათვის გამოიყენება ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების _ Gamma (საქართველო), Zenith Consulting (დიდი ბრიტანეთი), Antea (საფრანგეთი), SGS Institut Fresenius (გერმანია) მომსახურება. წყლის ნიმუშები გარე ლაბორატორიული ანალიზისათვის რეგულარულად იგზავნება თბილისში და იმპორტიორ ქვეყნებში.
“ბორჯომის” ხარისხის კონტროლის სისტემა საწარმოო პროცესის გაკონტროლების შესაძლებლობას იძლევა ყველა ეტაპზე _ მოპოვებიდან და ჩამოსხმიდან _ ბაზარზე გატანამდე. გარდა ამისა, ის სრულ შესაბამისობაშია ISO 22000 პრინციპებთან (საკვები პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების შეფასების ყველაზე თანამედროვე სისტემა), “ბორჯომი” პირველი მინერალური წყალია დსთ-სა და ბალტიის ქვეყნებში, რომელსაც ISO 22000 ხარისხის სტანდარტი მიენიჭა.