Выберите регион
  • წყალი ბორჯომის ხეობიდან
  • ბუნების ძალა
  • ბორჯომის ისტორია
  • Ge
  • Ru
  • En
  • ბორჯომის ვულკანური წარმოშობა
  • წყაროები
  • მოპოვება და ჩამოსხმა
  • ასორტიმენტი
  • საინტერესო ფაქტები:

წყაროები

კავკასიის მთები მთელ მსოფლიოშია ცნობილი თავისი სილამაზითა და სიდიადით. აქ მდებარე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ევროპაში უდიდესია. იგი 7000 კვადრატულ მეტრზე მეტ ტერიტორიაზეა გადაჭიმული. მშვენიერმა ბუნებამ, ჯანმრთელობისათვის სასარგებლო კლიმატმა და რაც მთავარია, მინერალურმა წყლებმა ბორჯომი ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კურორტად აქცია. მეცნიერები და ეთნოგრაფები მის “კლიმატურ ფენომენზე” ამახვილებენ ყურადღებას. ბაკურიანის მთებიდან წამოსული კამკამა, ცივი წყალი, კლდის ძირში გაზრდილი რელიქტური ფიჭვნარი _ ყველაფერი ეს განსაკუთრებულ ეკოსისტემას ქმნის, რომლის ვულკანურ წიაღშიც იბადება მსოფლიოში ცნობილი, ბორჯომის ხეობის მინერალური წყალი.

წყლის სამკურნალო თვისებებზე ჯერ კიდევ უძველეს ეპოსშია საუბარი. ისტორიკოსებისა და არქეოლოგების მტკიცებით, ძველად “ბორჯომს” არა მარტო სვამდნენ, არამედ სამკურნალო აბაზანებისთვისაც იყენებდნენ. ამას ადასტურებს გათხრების დროს ნაპოვნი ქვის აბაზანები, რომელიც ჩვ.წ.აღ-ის პირველი ათასწლეულის დასაწყისით თარიღდება. ქართველი ისტორიკოსების, ვ.ბაგრატიონისა და ვ.ესაძის კვლევებში, აგრეთვე ბევრი სხვა წყარო ადასტურებს, რომ ბორჯომის მინერალური წყალი გამოიყენებოდა ჩვ.წ.აღ-ის I საუკუნიდან XVI საუკუნის ბოლომდე. გარდა ამისა, აღმოჩენილია შუა საკუნეების თიხის მილები, რომელიც ბორჯომის ზოგიერთ წყაროს უერთდებოდა. XVI-XVIII საუკუნეებში მრავალრიცხოვანი ომებისა და მტრის შემოსევების გამო ისინი დიდი ხნით დაივიწყეს და მიატოვეს. მხოლოდ მე-XIX საუკუნეში, საქართველოს რუსეთის იმპერიასთან მიერთების შემდეგ მინერალური წყალი კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა.

ბორჯომის მინერალური წყალი სათავეს კავკასიის მთებში, აჭარა-იმერეთის ქედის ცენტრალურ ნაწილში იღებს, ზღვის დონიდან 760-920 მეტრის სიმაღლეზე. ბორჯომის მინერალური წყალი ბორჯომის ნაკრძალში მდებარე 9 ჭაბურღილიდან მოიპოვება, რომელთა სიღრმე 1200 დან 1500 მეტრამდეა.

ბორჯომის ხეობა

ბორჯომის საბადოს კვლევა 1927 წლიდან დაიწყო. 1927-დან 1982 წლამდე პერიოდში გაიბურღა 18,4-დან 1502-მდე მეტრის სიღრმის 57 ჭაბურღილი. კვლევითი სამუშაოების ჩატარებამდე საბადოს ცენტრალურ მონაკვეთზე ორი მინერალური წყარო არსებობდა _ ევგენისა და ეკატერინეს წყაროები. ეს წყლები ბორჯომის ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ-ერთი, პირველად აღმოჩენილი და რომელთაც სახელწოდება პილკოვნიკ ევგენი გოლოვინისა და მისი, წყლით განკურნებული ქალიშვილის, ეკატერინეს საპატივსაცემოდ ეწოდათ.

საბადო

დღეს ბორჯომის ველზე სამი საექსპლუატაციო მონაკვეთია: ცენტრალური (ქალაქ ბორჯომის ფარგლებში), ლიკანის (სოფელ ლიკანის ტერიტორიაზე) და ვაშლოვან-ყვიბისის (სოფლების- ვაშლოვანისა და ყვიბისის ტერიტორიაზე). ამ მონაკვეთზე განლაგებულია 9 საექსპლუატაციო ჭაბურღილი. კიდევ 13 გამოიყენება საბადოს რეგულარული მონიტორინგისათვის (წყლის დონე, წნევა, ტემპერატურა და სხვა). 2000 წლიდან სისტემატურად ტარდება საწარმოო ჭაბურღილების რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა კომპლექსი, რომლის მიზანია ხარისხის მაღალი, საერთაშორისო სტანდარტების შენარჩუნება.

რომანოვების ოჯახი ბიუვეტთან

1957-1978 წლებში ბურღვითი სამუშაოების ჩატარების შედეგად მნიშვნელოვნად გაფართოვდა ბორჯომის საბადოს საზღვრები და საგრძნობლად გაიზარდა წყლის მარაგი, რამაც საბჭოთა პერიოდში შესაძლებელი გახადა, წელიწადში 400 მლნ. ბოთლი “ბორჯომი” ჩამოსხმულიყო, ხოლო დღეს “ბორჯომის” მოპოვება, ჩამოსხმა და მსოფლიოს 30 ქვეყანაში საექსპორტოდ გატანა ხდება.

კავკასიაში მოიპოვება ბევრი მინერალური წყალი, მაგრამ არც ერთ მათგანს არ გააჩნია ისეთი შემადგენლობა, როგორიც “ბორჯომს”. XIX საუკუნიდან დაწყებული, წყლის უნიკალურ თვისებებზე 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და სამედიცინო კვლევა გამოქვეყნდა. 170 წელზე მეტია, ბორჯომის წყაროებს გეოლოგები და ქიმიკოსები სიღრმისეულ კვლევას უტარებენ, რომელთა შედეგად დასტურდება ტემპერატურის, წყლის ფიზიკური და ქიმიური თვისებების და მისი მინერალური შემადგენლობის უცვლელობა. ქარხანაში წყლის ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზი ყოველ საათში ერთხელ, ევროპული სტანდარტების შესაბამისად ტარდება.

დღეისათვის “ბორჯომის” შემადგენლობა ისეთივეა, როგორც საუკუნეზე დიდი ხნის წინ, _ ამას ამტკიცებს 1890 წლიდან დაწყებული რეგულარული კვლევები. ათობით საერთაშორისო კვლევითი კომპანიის მიერ შემოწმებული მინერალური წყალი “ბორჯომი” მოპოვების ადგილზე ჩამოისხმება ბოთლებში და მიეწოდება მომხმარებელს. ამასთან ერთად იგი ინარჩუნებს ყველა იმ უნიკალურ თვისებას, რომელიც მას ბუნებამ უსახსოვრა.

|Share
Borjomi Borjomi Channel
Developed by PCG.